ლაშა ბაშარული
ექსკურსიის შთაბეჭდილება
ჩემი აზრით ეს ძალიან საინტერესო ექსკურსია იყო. ჩვენ მოვინახულეთ ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი, ასევე ვნახეთ ვაჟა ფშაველას შვილთაშვილი, ძალიან საინტერესოდ გავატარეთ დრო ერთმანეთის გარემოცვაში ესეთი დაუვიწყარი მომენტები მთელი ცხოვრება გაგვყვება. განსაკუთრებით მომეწონა ექსკურსიის ის ნაწილი როდესაც მწვადები შევწვით, ჩემდა სასიხარულოდ მწვადის შეწვის პატივი მე მერგო, ძალიან გამიხარდა რომ არ დავწვი. ეს დაუვიწყარი ექსკურსია იყო.

ოლეგ ბაბინი
ექსკურსია ფშავში ,ჩარგალში.
29 სექტემბერს დილის 8 საათზე ჩვენი კლასი შეგროვდა და მოემზადა ექსკურსიაზე წასასვლელად. ექსკურსია დაიწყო როგორც ყოველთვის სიმღერებითა და მხიარულობით.გზაში ჩვენ ეკლესიაში გავჩერდით და სანთლები დავანთეთ, იმისთვის, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან ყოფილიყო და დაგვხმარებოდა. გზაში როდესაც მასწავლებლები ყვებოდნენ ამ საოცარი ადგილის შესახებ და უცნობილესი და უჭკვიანესი პოეტის- ვაჟა ფშაველას შესახებ, მე ყურადღებით ვუსმენდი, რადგან ძალიან საინტერესო იყო. მე ბევრი რამ გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი. ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ პოეტის სახლ-მუზეუმს.მე ძალიან აღმაფრთოვანა ყოველივემ, რაც დავინახე იქ. როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე ეთნოგრაფიული მასალებიც. აქ დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები. მაგრამ გარდა დათვალიერებისა, მე ძალიან მომეწონა ბუნებაში მწვადის შეწვა და კლასელებთან ერთად გართობა. ექსკურსია იყო შესანიშნავი!

თეონა მახარაშვილი
შთაბეჭდილება
29 სექტემბერს IX მესამე კლასი ვიყავით ექსკურსიაზე ფშავში, აღფრთოვანებული დავრჩი იმ სილამაზით რაც ვიხილე იქ ყოფნის დროს, ჩარგალში ვნახეთ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, გაკვირვებული ვიყავი, თუ რა პირობებში უხდებოდა მსოფლიო გენიოსს- იმ შედევრების შექმნა , რომლითაც ამაყობს ჩვენი ქვეყანა. ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ვნახე ვაჟას ყოფა, მისი დარგული ხე, სახლი, სადაც დააბიჯებდა ბუმბერაზი ვაჟა, ის დიდებული ადამიანი, რომელიც მსოფლიო დონის გენიოსად ითვლება.

ნინო სარიშვილი
ილია ჭავჭავაძე ვაჟა-ფშაველას შოთა რუსთაველის შემდეგ უდიდეს პოეტად მოიხსენიებოდა. ეს იყო ბუმბერაზი ადამიანი, დაჯილდოვებული არაამქვეყნიური ნიჭით. ვაჟა-ფშაველა, ბუნების უდიდესი მგოსანი გახლდათ. იგი თავისი ხელწერით არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში გამორჩეულია. მისი თითოეული ლექსიდან ბუნებისადმი უდიდესი სიყვარული გამოსჭვივის. როდესაც გადაწყდა, რომ ჩარგალში ეწყობოდა ექსკურსია ძალიან გამიხარდა, რადგან ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერლის- ვაჟას სახლ-მუზეუმის მონახულება. ამ სურვილის და ცნობისმოყვარეობას ვაჟას ეკონომიკური მდგომარეობა უფრო ამძაფრებდა, რადგან ვერ წარმომედგინა ასეთ დიდ პოეტს- უცხოვრია გაჭირვებაში- მისი ლექსები ხომ საქართველოს საგანძურს წამოადგენდნენ და ახლაც წარმოადგენენ. ვაჟას ოთახის მონახულებისას გული შემეკუმშა, ყელში რაღაც გამეჭედა და პირველი, რაც თავში მომივიდა აზრად ის იყო როგორ ინარჩუნებდა ვაჟა მხნეობას და ასეთი გაჭირვების მიუხედავად კვლავ განაგრძობდა ლექსების წერად. მისი ოთახის ავეჯს წარმოადგენდა : 2 ტახტი, საწერი მაგიდა და სკამი. ამ ექსკურსიის შემდეგ ვაჟა მეტად დავაფასე რადგან უფრო ძნელია წერო ასეთ გაჭირვებაში, ვიდრე ფუფუნებაში. მისი უდიდესი ღვაწლის მიუხედავად, ვაჟა ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაწვა საავადმყოფოში და სიცოცხლე სიღატაკეში დაასრულა. პოეტის უკანასკნელი თხოვნა - წყაროს წყალი მოეტანათ მისთვის ვერ შესრულდა, უკან დაბრუნებულ ნათესავს იგი გარდაცვლილი დახვდა.

ნინო მახარაშვილი
შთაბეჭდილება
ჩვენ ვიყავით ფშავში ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმში. ძალიან საინტერესო და ლამაზი ადგილები ვიხილეთ. ასევე ვნახეთ ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი რომელმაც უფრო წმინდად და ჭეშმარიტად მოგვითხრო ვაჟას ცხოვრების შესახებ. გვყავდა გიდიც მან თითოეული ადგილი გაგვიმარტა და ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ვიხილეთ თუ სად ცხოვრობდა, სად ასრულებდა მის შემოქმედებებს მწერალი ვაჟა ფშაველა . ლამაზ, მრავლისმთქმელ, ღარიბულ, მყუდეო და ასერომ ვთქვათ საინტერესო სახლში ცხოვრობდა ვაჟა და ასრულებდა ყველაზე საყვარელ საქმეს. ენითაუღწერელი ადგილები, მთები დიდი სილამაზე. ეს ყოველივე რომ დავათვალიერეთ შემდეგ გავჩერდით და დავიწყეთ მხიარულობა: ცეკვა, სიმღერა, თამაში, შევწვით მწვადები, დიდი სიმხიარულე იყო და ჩემი აზრით ყველაზე კარგი და ხალისიანი ექსკურსია, პატარა ცუდი ამბავიც გადაგვხვდა თავს მაგრამ ეს ცუდი კარგმა გადაფარა ერთერთი ექსკურსია რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება და ბავშვების ასეთი თანადგომა და სიყვარული დავინახე , ამ ექსკურსიამ დამანახა რომ ჩემი კლასელების იმედი ყველგან და ყოველთვის უნდა მქონდეს. ექსკურსია რომელიც ყველაზე საინტერესო იყო და მრავალფეროვანი , რომელსაც ყოველთვის კარგ მოგონებებს დავუკავშირებ.

თიკო კოპალიანი
ექსკურსიის შთაბეჭდილება
კვირას 29 სექტემბერს კლასი წავედით ექსკურსიაზე, ფშავში.თავიდან ულამაზესი ჟინვალის წყალსაცავი ვნახეთ.შემდეგ ჩარგალში ავედით, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, როდესაც მისი ცხოვრების ისტორიას ვისმენდი და თან მის ნივთებს ვხედავდი, ტანში ჟრუანტელი მივლიდა და გული სიამაყით მევსებოდა. იქიდან წამოსულზე კარგად ვიქეიფეთ და გავერთეთ. ყველაფერი კი აი რამ დააგვირგვინა: კლდიდან ქვა ჩამოვარდა, მარშუტი ტაქსს მოხვდა და რამოდენიმე ბავშვი დაზიანდა კიდეც. ეს ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ამ ექსკურსიას არასოდეს დავივიწყებ.

ლანა ისაევი
ფშავი-ჩარგალი
ჩარგალი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში თბილისიდან 80-85 კილომეტრის დაშორებით. ამავე სოფელში დაიბადა ვაჟა-ფშაველა. მისი სახლ-მუზეუმი თურმე 1961 წელს დაარსებულა. 29 სექტემბერს IXკლასი ვიყავით ვაჟას სახლ-მუზეუმში მართლაც რომ სულიერი სიწმინდეა მის სახლში სადაც ის წერდა სადაც მან ბუნება გააცოცხლდა ჩვენ ვნახეთ ვაჟას თითოეული ნივთი რამაც ჩვენამდე მოაღწია. ვაჟას სახლში ჩვენ ვნახეთ მისი შვილიშვილი თამარ რაზიკაშვილი. ენით აუღწერელია მისი სახლ-მუზეუმი, მისი ისტორია. ჩვენ ავიყვანეთ გიდი რომელმაც მისი ისტორია დეტალურად მოგვიყვა. მახსოვს მაკა ზაქარეიშვილი როგორ ტიროდა და მოსთქვამდა მის ნივთებს ხელს რომ ვკიდებ მბურძგლავსო.მისი სახლ-მუზეუმიდან რომ წამოვედით მოშორებით დავსხედით ხუთ წუთში ისეთი ბარაქიანი სუფრა გაიშალა გულს უხაროდა ზაფხულის შემდეგ ჩვენი პირველი შეკრება იყო. ძალიან კარგად გავერთეთ ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, კარგად დავლიეთ მე და მაკა მასწმა . ყველა ცეკვავდა დიდიც და პატარაც, ძალიან კმაყოფილი სახეები გვქონდა თითქმის ყველას. საღამო ხანი იყო რომ წმიმამ ასე რომ ვთქვათ გვაიძულა რომ თბილისისაკენ წამოვსულიყავით, დავალაგეთ და ჩავსხედით მარშუტში და წამოვედით ფშავიდან. ეს იყო დაუვიწყარი დღე მაგრამ ჟინვალის წყალსაცავთან უბედური შემთხვევა მოხდა ჩვენს მარშუთს დაეხა ლოდი, მარშუთს შუშები ჩაემტვრა სახურავიც ნახევრად მოსძვრა. 4 ბავშვი დაზიანდა. მასწავლებლებმა ეგრევე სასწაფოში დარეკეს და გზაში შეგვხვდნენ ბავშვები გადაიყვანეს დუშეთის საავადმყოფოში, ზაურის 6 ნაკერი დაადეს, თეოს გემატომა უთხრეს და ანას ტვინის შერყევა. ძალიან შევშინდით სუყველა მაგრამ მაინც დაუვიწყარი დღე იყო.

ანა ლობჟანიძე
ფშავი
საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიული კუთხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა.იგი მდებარეობს დუშეთის რაიონში, ფშავის არაგვის ხეობაში. ჩრდ.აღმოსავლეთით მას ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთით პირაქეთა ხევსურეთი, სამხრეთით შიდა ქართლი, აღმოსავლეთით-ერწო-თიანეთი.ფშავის მთავარი მდინარეა-არაგვი. ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია. ზამთარი საკმაოდ ცივია, ხოლო ზაფხული თბილი. ფშავში 12 თემია და თითოეულს თავისი სალოცავი ჰყავს ესენია: მთავარანგელოზი(გოგოჭურთა თემი), მთავარმოწამე(გოგოლაურთა თემი), კოპალა(უძილაურთა თემი)… თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი.
ქართულ-ხალხურ პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფშაურ კაფიას. პოეზიის ამ ჟანრს ახასიათებს ექსპრომტულ-დიალოგური გაშაირება ორ მოპირდაპირე პირსა თუ ჯგუფს შორის. კაფია ფშაველების კუთვნილებაა. ლექსით საუბარს მარტო ფშაველისგან თუ გაიგებ. ფშაური პოეზიის ხსენებისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ვაჟა-ფშაველა, რომლის სახლ-მუზეუმიც ჩვენ რამოდენიმე დღის წინ მოვინახულეთ, ჩემთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ექსკურსია იყო, რადგან ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა და ზოგადად ეს მხარე. ვაჟას სახლში უამრავი საინტერესო ნივთი ვნახეთ. ჩემზე განსაკუთრებული შთავეჭდილება მოახდინა იმ მაგიდამ, სადაც ვაჟა-ფშაველა წერდა თავის უნიკალურ ნაწარმოებებს, ასევე საწოლმა სადაც მან სული დალია, შთამბეჭდავი იყო ვაჟას სამუშაო იარაღებიც და მისი მეუღლის მზითვები.

ხინკალი
თუ ფშავურ სამზარეულოზე ვისაუბრებთ, გვერდს ვერ ავუვლით ხინკალს. მის წარმოშობაზე მკვლევარები ბევრს დაობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ იგი ფშავური კულტურის ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარშიც ჩამოაღწია. ხინკლის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულია, აქ იგი დუმის შაშხად არის მოხსენიებული. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ხინკლის ფორმა თავისი ნაოჭებით წააგავს ბორჯღალს. როგორც ბატონმა ივანემ ამიხსნა, თუკი ამ კერძის ფორმა მართლაც აქედან მომდინარეობს, არც ეს იქნება გასაკვირი. ქართველებისთვის ხომ ბორჯღალი მზის, სიცოცხლის მარადი მოძრაობის სიმბოლოა, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა, თუმცა ეს მაინც ვარაუდია და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

კახეთსა და თუშეთში ხინკალმა XIX საუკუნიდან, ხევსურეთში კი უფრო გვიან - XX საუკუნეში ჰპოვა გავრცელება. ფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვით, პილპილით და ბეგქონდარათი ან კვლიავით. ხინკალს აუცილებლად ურევდნენ მცირე რაოდენობით დაკეპილ პიტნას, რაც კერძს შესანიშნავ არომატს სძენდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий