ცოტა რამ ფშავზე

თეონა მახარაშვილი
                                                ვაჟა-ფშაველას პოეზია 
ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1862 ჩარგალში,მდ. ჩარგულას პირას 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ.ჩარგალში, მამის- თვითნასწავლი მღვდელის პავლეს ოჯახში, დედა- ბარბალე(გულქან)  ფხიკელაშვილი სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-79წ - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული ორკლასიან სასწავლებელში.პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. მისი პირველი კორესპონდენცია “წერილი ხევსურეთიდან” 1879 წელს დაიბეჭდა, პირველი თარგმანი ერკმან- შატრიანის მოთხრობისა “ფეოდალის აღზრდა”-პირველი ლექსი “მეომარი”-1881 წ.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩაწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისთვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში, სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერების და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე. 1888 “ხმა სამარიდან” , 1893 “ბაკური” , 1899 “ქართლს” , 1912 “კახეთს” , 1913 “ფშაველი ჯარისკაცის წერილი”. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახული- ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველიწყარო ხალხური შემოქმედებაა. მისი პოეზიის ენა საკამათო საგნად იქცა. ის უნიკალური შინაარსისაა, მისი თითოეული ლექსი ქართული ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.



ნინო მახარაშვილი
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი). დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავშისოფჩარგალში მამისთვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლესდა დედისბარბალე ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახშისწავლობდა თელავის  სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. ვაჟა ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა, იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად, სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური, პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპოდენცია “წერილი ხევსურეთიდან”, 1879 წელს დაიბეჭდა პირველი მოთხრობა “სურათი ფშაველის ცხოვრებიდან” , 1881წელს ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩაწვდა ბუნების საიდუმლოებას, პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ესთიკური მწვერვალიც “ მთათ მითხრეს” ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშენებაზე მებრძოლ, შეუპოვარ კილოზეა დაწერილი მისი ლექსები “ბაკლერი”, “კახეთს” , “ფშაველი კაცის სიმღერა” და სხვა. გარდაიცვალა 1915 წლის 17 ივლისს, დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.



ოლეგ ბაბინი
                                                                           
ფშავი
ფშავი  საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვადიწოდებოდაუძველეს წყაროებში სწორედ ფხოვი გვხვდებაფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიანდამკვიდრებული სახელწოდებებიაფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ფშავის არაგვის ხეობაში ფშავსესაზღვრებაჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედირომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთახევსურეთისაგანდასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალისამხრეთით -შიდაქართლიაღმოსავლეთით -  ერწო-თიანეთი.ფშაური კილო აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა .ფხოურიჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია.ფშავი მდიდარია მცენარეულობით და მთელი მისი მიდამო შუაფხომდე შემოსილია ხშირ ფოთლოვანი ტყით.პირმზეში იზრდებამუხაიფანი და რცხილაპირჩრდილშიწიფელი და თელამთის მწვერვალზე არყიატყისჯიშებში სჭარბობსმუხაწიფელინეკერჩხალი და რცხილაუთხოვარი დაცულია კაწალხევის ტყეშირომლის მოჭრააკრძალულიაფიჭვი იზრდება კუდოს ტყეში (მაღაროს ზემო). მრავალია ტყის მსხალივაშლი და თხილიიზრდება დახარობს კაკლის ხეცორწყალ-ზემო ფშავის არაგვის სათავისა და კავკასიონის ქედის მიმართებით ტყე თანდათანობითმცირდებაის ბუჩქნარზე გადადის და მწვერვალებზე ალპიურ მდელოს ხალით იცვლებასადაც ფართო სათიბები დასაძოვრებია. ფშავის მთავარი მდინარე არაგვიარომელშიაც იწურებიან ფშავის კავკასიონის მაღალ და დახრამულმწვერვალებიდან გადმონახეთქი ნაკადებიფშავის არაგვის სათავე ბოთანა-ბორბალოშია (3,135), რომელიცუმთავრესად შედგება სამი შენაკადისაგანბოთანას წყალიასისხევი და ბოგოჩარის ხევიკავკასიონიდანდაქანებული არაგვი უკანაფშავიდან თანდათანობით დავაკებით მიმდინარეობს და აქ მას უერთდება წაწადა დავარეულა ახადთანმათურხეულა (მათურის წყალიდამასტესთან და ნაროულა და თეთრახევა შუაფხოსთან.ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია და განეკუთვნება მთის ტყეების ჰავის ზოლსატმოსფერულინალექების წლიური რაოდენობა საშუალოა და მერყეობს 1000-1200 მმ- შორისფშავში ზომიერად ცივაწლისსაშუალო ტემპერატურა ქვემო საფეხურზე 11 გრადუსიახოლო ზემოთ 5-მდე ჩამოდისზამთარი ცივიაგაზაფხულიგვიან დგებაზაფხული თბილიაშემოდგომა კი მზიანიწვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფრო გაზაფხულობით იცის.ქართულ ხალხურ პოეზიაში ფშაურ პოეზიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავსგანსაკუთრებით ფშაურ კაფიას. პოეზიის ამ ჟანრს ახასიათებს ექსპრომტულ-დიალოგიური გაშაირება ორ მოპირდაპირე პირსა თუ ჯგუფს შორის.ფშავში 12 თემია და თითოეულ თემს თავისი სალოცავი – ხატი ჰყავსეს სალოცავებიაიახსარი (ქისტაურთა თემი),კოპალა (უძილაურთა თემი ), მთავარანგელოზი (გოგოჭურთა თემი), მთავარანგელოზი (ზურაბაულთა თემი),მთავარმოწამე (გოგოლაურთა თემი), მოხარნადე (წოწკურაულთა თემი), ძელის ანგელოზი (გაბიდაურთა თემი),პირცეცხლი (ჭიჩოელთა თემი), პირქუში (გოდერძაულთა თემი), კოტიას წმინდა გიორგი (წითელაურთა თემი),წყაროსთაველი (უკანაფშაველთა თემი ), მათურის თემი (მთავარაგგელოზი). 
თორმეტივე თემისთვის საერთოსალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი და ღელე (თამარის სალოცავი). ფშავში ხატი ღვთიშვილთან არისგაიგივებულიმათ ღვთისაგან საყმო აქვთ ნაბოძებიისინი ოდესღაც "ხორციელნიიყვნენ და აღსასრულის შემდეგანგელოზებად იქცნენხორციელობის ჟამს ისინი ფშავში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს – დევკერპებს ებრძოდნენ (მაგკოპალაიახსარიპირქუში). სწორედ ამის გამო უქცევია ღმერთს ისინი "სულიწმინდებადდასაბრძანისად ფშავის ხევი უჩუქებიაამიტომ დღეს ფშავლები ამ სულიწმინდადქცეული ხატების ყმებად მიიჩნევენთავსყველა ხატს თავისი საბრძანისი ადგილი აქვს ანუ ადგილისადაც ღამით ხატის ანგელოზი ნათელ სვეტადეშვებახატის საბრძანისი წმინდა და შეუვალ ადგილს წარმოადგნსრომელიცროგორც წესიმუხისა და იფნისხეებით არის გარშემორტყმულიხელშეუხებელია ხატის ეს ხეივანიცხატის საბრძანისი და მისი ნაგებობები(დარბაზისაზარესასანთლეფშავში ყველგან ერთნაირად არის წარმოდგენილიხატის ადგილი ჩვეულებრივღობეყორით არის შემოსაზღვრულიმისავალში ფიქალი ქვებისაგან აშენებულია პატარა სასანთლეშორიახლოსაშენებულია ასევე საზარერომელშიც ერთი ნა რამდენიმე სხვადასვა ზომის ზარია დაკიდებულიიგი წარმოადგენსოთხსვეტიან ნაგებობასძველი საზარეები პირამიდული ფორმის სიპი ქვებითაა გადახურულირომელსაც ზედაყუდია ფილთაქვის ფორმის შირიმის ქვაშედარებით ახალ საზარეებს (რესტავრირებულებსთუნუქის სახურავიაქვსდა ხშირად ჯვარიც უკეთია.ხატის შუა მოედანზე ხატის "ნიშსაბრძანისიაგანთავსებულინიში ქვის ფილისაგან (სიპი ქვისაგანარის მშრალადაგებულიფორმით ოთხუთხაა და წინ პატარა თახჩა აქვს გამოჭრილიმისი სახურავი ასევე პირამიდული ფორმისაა.იქვეა ხატის "მკვრივიანუ ხატის საგანძურის სამალავიმკვრივი ოთხივე მხრივ შეკრულია (პირამიდული ფორმისნაგებობა ფართით 2x2 ), ნაგებია მკვიდრად და შეუვალიასამალავის ახდა დაუშვებელია და თუ ვინმე ამას ჩაიდენს,მკაცრადაც ისჯება სიკვდილით ან ჭკვაზე გადაცდომით (ამის მაგალითები არა ერთია).ხატის ნაგებობების კომპლექსში შედის ასევე ხატის ბეღელირომელიც ერთკარიანი პატარა ოთახს წარმოადგენსამბეღელში ინახება ხატის მამულებიდან აღებული ჭირნახულიზოგიერთ ხატში ბეღელთან ერთად არის "სახარბაკე",სადაც ათავსებდნენ ხატისათვის შეწირულ ხარკურატებსსახარბაკე ფორმით ბოსლის ტიპის გაგებობაა.ყველა ხატში ასევე აგებულია "სალუდე". იგი წარმოადგენს მიწურ გრძელ ოთახსრომელშიც მოთავსებულია სალუდე(ალაოს მოსახარშისპილენძის დიდი ქვაბებითავისი ხელსაწყოიარაღებითსაწურითთუნგებითჯამებით და სხვა.ხატში ასევე ცალკე ნაგებობებია საბერო და საჯარესაბერო განკუთვნილია ხევისბრისა და მოწმინდრებისათვის,რომლებიც სადღესასწაულო დღეებში დგებიან და წმინდობენ.ხატის გალავნის გარეთ ან სალუდესთან სიახლოვეს მოთავსებულია საჯარეწინათ თითოეულ გვარს საკუთარისაჯარე ჰქონიასადაც ამ გვარის შვილები დღეობებზე იკრიბებოდნენ და ღამეებს ათევდნენ.   

###


                 
ხევსური არ ვარ დედით და მამით,

                  
მაგრამ მთებით ვარ წმინდა ხევსური,

                  
მაბკურე ცვარი შენი მთა-ბარის,

                  
გაიერთგულე სული მწყემსური.

                  
ჩამომაგლიჯე მკერდზე საკინძე,

                  
უსმინე გული როგორ ხმაურობს,

                  
ვეფხვებთან შებმა ერთხელ მაღირსე,

                  
ერთხელ გამხადე ზვიადაური,

                  
რომ დაფლეთილი მნახონ ყორნებმა

                  
და მიხვდნენ ვაჟი ვარ სადაური....
 
 
 
               ისე თბილაისე ლურჯი ცაა,
               მზე უთუოდ ხევსურეთზე ფიქრობს,
               პარნასი და პანთეონიცაა,
               მაგრამ აქ სულ სხვა მთებია თითქოს...
               მთაზე ხევსურს გაუშლია ფარა,
               ეს ხევსური კიდევ ერთი მთაა,
               ეს არაგვიც ერთ სიცოცხლედ კმარა,
               სიცოცხლეზე უკეთესიცაა...

ნინო სარიშვილი
                                                                   კაი ყმა

შემოდგომობით და ზამთრობით ვაჟა თბილისის ხშირი სტუმარი იყო. როდესაც გაზეთში მისი ლექსების ბეჭდვა იწყებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მთიდან ვაჟა ბარში ჩამოსულიყო. ამხანაგები ოხუნჯობდნენ კიდეც, რომ ვაჟა ჩამოვიდა და ხურჯინით ლექსები ჩამოიტანაო. ეს არა იმ გაგებით, რომ, თითქოს ლექსები მართლაც ხურჯინით ჩამოეტანოს, (ლექსებს მუდამ უბით ატარებდა), არამედ იმ აზრით, რომ ჩამოვიდა ვაჟა და მთაში დაგროვილი ლექსები ხურჯინით ჩამოიტანაო. ეს გამოთქმა ერთ-ერთ მხატვარს პირდაპირი მნიშვნელობით მიუღია და კიდეც დაუხატავს ვაჟა ხურჯინით ილიასთან, რომელსაც ლექსებს უკითხავს. ვაჟა ძალიან ამპარტავანი, პატივმოყვარე და “ჯენრლმენი” იყო. მე ის ქუჩაში ხშირად მინახავს, ხანდახან ეჭირა ხელში “ტროსტი”, ეცვა სუფთად დაწმენდილი ჩოხა-ახალუხი, გაკრიალებული წაღები ან ქართული წუღები და ყელზე კოხტად გადაგდებული ჰქონდა ყაბალახი. თავზე იხურავდა გარიბალდის ან ძვირფასი კრავის ფაფახს. ქუჩაში არა თუ ხურჯინით არ გაივლიდა, არამედ, ერთხელ პარკში შეხვეული სანოვაგეც კი არ დაიჭირა ხელში, პირში პაპიროსიც კი სათაკილოდ მიაჩნდა. მითუმეტეს ხურჯინით ილიას არ მიადგებოდა რედაქციაში.
                                                                                                     სანდრო შაშიაშვილი

მამაჩემი ფოცხვერა და ვაჟა დიდი მეგობრები იყვნენ. ერთად დადიოდნენ ხოლმე სანადიროდ, საღამოობით კი ხინკლის კეთებას იწყებდნენ. ერთხელ ხინკალს რომ შეექცეოდნენ, ყველასათვის მოულოდნელად ვაჟა წამოდგა, გარეთ გავიდა, და შინ აღარ შემობრუნებულა. მამამ გამაგზავნა ერთი ნახე, რა დაემართა იმ კაცსო. მე ვაჟას სახლში მივირბინე და მის მეუღლეს ვკითხე: ვაჟას ხომ არაფერი დამართნია მეტქი?..
-აი ნახე რა დაემართაო!-მითხრა ვაჟას მეუღლემ.
მე მოკრძალებით შევედი ვაჟას ოთახში. იგი იჯდა და წერდა.
                                                                                                         
                 



                                                                                                 დათუნა ბაჩიაშვილი

ანა ლობჟანიძე
                                                      ფშავი

საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიული კუთხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა.იგი მდებარეობს დუშეთის რაიონში, ფშავის არაგვის ხეობაში. ჩრდ.აღმოსავლეთით მას ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთით პირაქეთა ხევსურეთი, სამხრეთით შიდა ქართლი, აღმოსავლეთით-ერწო-თიანეთი.ფშავის მთავარი მდინარეა-არაგვი. ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია. ზამთარი საკმაოდ ცივია, ხოლო ზაფხული თბილი. ფშავში 12 თემია და თითოეულს თავისი სალოცავი ჰყავს ესენია: მთავარანგელოზი(გოგოჭურთა თემი), მთავარმოწამე(გოგოლაურთა თემი), კოპალა(უძილაურთა თემი)… თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი.
ქართულ-ხალხურ პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფშაურ კაფიას. პოეზიის ამ ჟანრს ახასიათებს ექსპრომტულ-დიალოგური გაშაირება ორ მოპირდაპირე პირსა თუ ჯგუფს შორის. კაფია ფშაველების კუთვნილებაა. ლექსით საუბარს მარტო ფშაველისგან თუ გაიგებ. ფშაური პოეზიის ხსენებისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ვაჟა-ფშაველა, რომლის სახლ-მუზეუმიც ჩვენ რამოდენიმე დღის წინ მოვინახულეთ, ჩემთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ექსკურსია იყო, რადგან ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა და ზოგადად ეს მხარე. ვაჟას სახლში უამრავი საინტერესო ნივთი ვნახეთ. ჩემზე განსაკუთრებული შთავეჭდილება მოახდინა იმ მაგიდამ, სადაც ვაჟა-ფშაველა წერდა თავის უნიკალურ ნაწარმოებებს, ასევე საწოლმა სადაც მან სული დალია, შთამბეჭდავი იყო ვაჟას სამუშაო იარაღებიც და მისი მეუღლის მზითვები.




ლანა ისაევი
                                                       ხინკალი
თუ ფშავურ სამზარეულოზე ვისაუბრებთგვერდს ვერ ავუვლით ხინკალსმის წარმოშობაზე მკვლევარები ბევრს დაობენთუმცა ერთზე ყველა თანხმდებარომ იგი ფშავური კულტურის ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებშიშემდეგ კი ბარშიც ჩამოაღწიახინკლის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულიააქ იგი დუმის შაშხად არის მოხსენიებულიზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებსრომ ხინკლის ფორმა თავისი ნაოჭებით წააგავს ბორჯღალსროგორც ბატონმა ივანემ ამიხსნათუკი ამ კერძის ფორმა მართლაც აქედან მომდინარეობსარც ეს იქნება გასაკვირიქართველებისთვის ხომ ბორჯღალი მზისსიცოცხლის მარადი მოძრაობის სიმბოლოარომელსაც სავსებით შესაძლებელიათავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდათუმცა ეს მაინც ვარაუდია და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
კახეთსა და თუშეთში ხინკალმა XIX საუკუნიდანხევსურეთში კი უფრო გვიან - XX საუკუნეში ჰპოვა გავრცელებაფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვითპილპილით და ბეგქონდარათი ან კვლიავითხინკალს აუცილებლად ურევდნენ მცირე რაოდენობით დაკეპილ პიტნასრაც კერძს შესანიშნავ არომატს სძენდა.




Комментариев нет:

Отправить комментарий